ზაზა ოქუაშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

10.01.23 20:36
ზაზა ოქუაშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ომეგა ჯგუფის შოუ რუმები, სერვის ცენტრები და მთავარი არხის სტუდიები - ეს ყველაფერი უკვე საქართველოს ბანკის საკუთრებაა. ზაზა ოქუაშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დავას იწყებს.

ომეგა ჯგუფის ტერიტორია უკვე შემოღობილია და მას დაცვის პოლიცია იცავს. საქართველოს ბანკმა მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობები მას შემდეგ შეიძინა და დაიკანონა, რაც მათივე განცხადებით, ომეგამ ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა. თუმცა ოქუაშვილის დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია აქვს და აცხადებენ, რომ ტეროტორის წაღება კანონდარღვევით მოხდა. სარჩელები შეტანილია აღსრულების ბიუროსა და რეესტრის წინააღმდეგ, რომელმაც ბანკს კომპანიის ქონება გადაუფორმა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები