სააკაშვილის გადამწყვეტი პროცესი - სხდომაზე გასტროენტეროლოგი ფინკელი და ნობელიანტი კობი დაიკითხებიან

11.01.23 11:01
სააკაშვილის გადამწყვეტი პროცესი - სხდომაზე გასტროენტეროლოგი ფინკელი და ნობელიანტი კობი დაიკითხებიან

ერთ საათში თბილისის საქალაქო სასამართლოს მესამე დარბაზში მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რიგით მეექვსე სხდომას გახსნის.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პროცესზე ორი მოწმე დაიკითხება. ექიმები ჩვენებას სასამართლოს დისტანციურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან მისცემენ.

სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექსპრეზიდენტი ვერც ფიზიკურად და ვერ დისტაციურად ვერ დაესწრება.

დღეს დაიკითხება ბატონი ფინკელი, ამერიკელი ექპერტი, რომელმაც გასცა დასკვნა მის დოკუმენტაციაზე შესწავლით. ის დაადასტურებს თავის დასკვნის სისწორეს, გააჟღერებს დიაგნოზებს, რომელიც აქვს სააკაშვილს და რომელიც შესაძლებელია, განუვუთარდეს.

თუ მოესწრება, შესაძლოა, დაიკითხოს კობი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ექსპერტებმა დაადასტურეს თავიანთი დასკვნის სისწორე და თავიანთი დადგენილი დიაგნოზები. უკვე გაჟღერდა დიაგნოზები, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების საფუძველს იძლევა, თუმცა ჩვენ მოწმეების დაკითხვას მაინც გავაგრძელებთ.

ასევე დღეს გავაჟღერებთ ახალი მოწმეების, 2-3 მოწმის დამატებით დაკითხვას "ვივა-მედის" კლინიკიდან. ვნახოთ, მოსამართლე დააკმაყოფილებს თუ არა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მსგავსი სიახლეები