"არ არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს" - წიკლაური ნიკა მელიას სკანდალურ ჩანაწერზე

11.01.23 11:31
"არ არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს" - წიკლაური ნიკა მელიას სკანდალურ ჩანაწერზე

კომპრომატებით ომი "ნაციონალურ მოძრაობაში" - ნუგზარ წიკლაურის თქმით, არ არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს".

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ იმ ადამიანებიდან, ვისაც ნიკა მელიას სკანდალურ ჩანაწერს ასმენინებდენ, აუცილებლად იქნებიან ისეთები, რომლებიც ღიად ილაპარაკებენ და ამხელენ ამ ჩანაწერის შემოქმედს. 

"თავს შევიკავებ პერსონაურად ვინმეს დასახელებისაგან, ვისი ინტერესები შეიძლება იყოს ამ ჩანაწერის უკან. მაგრამ, ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვინც ეს გააკეთა, ის არის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. არის გამოთქმა "არ არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს". ვისაც მოასმენინეს, იმ ათაობით ადამიანს, ამ ადამიანებს შორის არიან სავარაუდოდ ადამიანები, რომლებიც ღიად ილაპარაკებენ იმაზე, ვინ ასმენინებდა, ვის დაჰქონდა ეს ჩანაწერები და ვინ ცდილობდა ასეთი უკადრისი მეთოდებით პარტიაში განხეთქილების შემოტანას", - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საჯაროდ არ გამოჩენილა. მელიამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს იმ ჩანაწერის ავთენტიკურობა, სადაც უხამსი სიტყვებითაა მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებული.  მელიას ფლანგი კომპრომატებით ომის უკან ლევან ხაბეიშვილს ასახელებს. ხაბეიშვილის დანაყოფი კი ხელს "ქართული ოცნებისკენ" და სუს-ისკენ იშვეს.

მსგავსი სიახლეები