„უკრაინული იარაღი, რომელიც ომის დროს მოგვცეს, საქართველოში არ ჩამოვიდა, რაც ჩამოვიდა ვადაგასული იყო“ - დავითულიანი

11.01.23 12:01
„უკრაინული იარაღი, რომელიც ომის დროს მოგვცეს, საქართველოში არ ჩამოვიდა, რაც ჩამოვიდა ვადაგასული იყო“ - დავითულიანი

„უკრაინული იარაღი, რომელიც აგვისტოს ომის დროს მოგვცეს საქართველოში არ ჩამოვიდა, რაც ჩამოვიდა იყო ვადაგასული“ - ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი აკეთებს.

ბექა დავითულიანი საიდუმლო ხელშეკრულებაზე ალაპარაკდა. ამით მმართველმა პარტიამ ომში მყოფ ქვეყანაზე ახალი იერიში მიიტანა. 

იმის ნაცვლად რომ საქართველო უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მარაგებით ეხმარებოდეს ბრალს უყენებს და კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს. 

"უკრაინულ იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის აგვისტოს ომის დროს იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ საქმის გამოძიების, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცები საერთოდ არ შემოვიდა. ეს საიდუმლო კონტრაქტია და დეტალებშ ვერავინ ვერ შედის. რაღაცები რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა. რარაცები ჩამოვიდა და იყო ვადაგასული. ამ ომის პროცესში არც ერთ ქვეყანას, არც ერთი იარაღი არ გადაუცია საქართველოსთვის, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ რისკები. მოთხოვნა ამ ტონალობით, რა ტონალობითაც ითხოვს, ჩემი აზრით, არც ერთ ეტიკეტში არ ჯდება. უკვე არამეგორბულია", - ამბობს ბექა დავითულიანი.

მსგავსი სიახლეები