დაკავება მამის საფლავზე - აქტივისტები მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობენ
დაკავება მამის საფლავზე - "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, ნიკა ნარსია, იმერეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული.
ადგილზე იმყოფებიან მოძრაობის სხვა წევრები, ისინი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
თუ პროცესი გაწელეს, ეს გამოაჩენს, რომ ხელისუფლება აქტივისტებს ებრძვის- აღნიშნავს დაკავებულის თანამებრძოლი.
ნარსია მამის საფლავზე, ქვიტირში, დააკავეს. საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.