სააკაშვილის სასამართლო პროცესი - პენიტენციურმა თარჯიმნის აცილება მოითხოვა
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი იმით დაიწყო, რომ პროცესზე პენიტენციურმა მოწვეული თარჯიმანი, ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვა.
მოსამართლე გირგი არევაძემ თარჯიმანს მოსთხოვა, სასამართლო პროცესის განმავლობაში თავი შეეკავებინა საჯარო განცხადებების გაკეთებისგან, რისი პირობაც ლევან მეტრეველმა არ მისცა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მეტრეველი ექიმია და ოფიციალურად აქვს უფლება მოპოვებული, შეასრულოს თარჯიმნის ფუნქცია, ერთ-ერთი სათარმგმნელო ბიუროს მხრიდან.
მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მეტრეველს მოუწოდა, საჯარო სივრცეში თავი შეიკავოს განცხადებებისგან სასამართლო პროცესების დასრულებამდე.