შეუძლებელს ნუ მომთხოვთ, ვერც ერთ მხარეს ვეტყვი, გაჩუმდი და შეკითხვებს ნუ დასვამ-თქო - მოსამართლე გელბახიანს

11.01.23 13:01
შეუძლებელს ნუ მომთხოვთ, ვერც ერთ მხარეს ვეტყვი, გაჩუმდი და შეკითხვებს ნუ დასვამ-თქო - მოსამართლე გელბახიანს

მცირე კამათი სააკაშვილის სასამართლოზე. სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოითხოვა, რომ თუ მოწვეულ ექსპერტებს არ დააკითხინებენ დაცვის მხარეს, მაშინ პენიტენციურის წარმომადგენლებსაც არ უნდა მიეცეთ შეკითხისა და დაკითხვის უფლება.

ვითარება არის ექსტრემალური, მოსალოდნელია უფრო მძიმე განვითარება, ამიტომ ყველა მომენტს და ყველა პროცედურას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უსასრულობის წიაღში შევედით, ამიტომ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაჩქარებულად წარმართოს პროცესი.
თუ ჩვენ არ დაგვაკითხინებთ მოწვეულ ექსპერტს, მაშინ გავხდებით იძულებული, არ მივცეთ წარმომადგენლებს არავითარი ჩართულობის უფლებმოსულება, არც შეკითხვის, არც დაკითხვის", - თქვა ვალერი გელბახინამა სასამართლო სხდომაზე. 

გელბახიანის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მოსამართლე გიორგი არევაძისთვის, რომელმაც თქვა, რომ ვერავის აუკრძალავს კითხვების დასმას. 

შეუძლებელს ნუ მომთხოვთ. ვერც ერთ მხარეს ვეტყვი, გაჩუმდი და შეკითხვებს ნუ დასვამ-თქო. რა უნდა ვქნათ მაშინ?- უთხრა მოსამართლემ გელბახიანს.

მსგავსი სიახლეები