ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ მისულა
ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასასწრებად არ მივიდა. ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს განმარტება წერილობითაც კი არ გაუვრცელებია და არ უთქვამს, ნამდვილად მისი ხმა ისმის, თუ არა ჩანაწერში, სადაც სააკაშვილს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებენ.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მისული ნიკა მელიას მომხრეები გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს ოპონენტები მიუღებელი ფორმით ებრძვიან.
ნიკა მელიას წინააღმდეგ მისმა ოპონენტებმა, მათ შორის, ოპონენტების მხარდამჭერებმა, მათ შორის, ოპონენტების მხარდამჭერების ძალიან ახლო ადამიანებმა, დაიწყეს ამ აუდიოჩანაწერებზე საუბარი და მასზე მითითებების მკეთება.
ეს არის ფაქტები. ის, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში ოპონენტების ირგვლივ არინ გარე გავლენის მქონე ადამიანები, ეს ფაქტიც არსებობს.
იყენებენ ასეთ მეთოდებს, ასეთ მექანიზმებს, რომელიც არის მიუღებელი, სასირცხვილო, - აცხადებს აკო მინიაშვილი.