ეს არის ძალიან ცუდი ფაბრიკაცია, მიუღებელია ასეთი ფორმით ბრძოლა - სოფო ჯაფარიძე სკანდალურ აუდიოჩანაწერზე
ეს არის ძალიან ცუდი ფაბრიკაცია, მიუღებელია ასეთი ფორმით ბრძოლა - თბილისის საკრებულოს ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატი, სოფო ჯაფარიძე, სკანდალური აუდიოჩანაწერის თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპონენტების მიმართ ასეთი ბინძური მეთოდების გამოყენების წინააღმდეგია.
რაც შეეხება აუდიოჩანაწერს, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არის ცუდი ფაბრიკაცია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს.
ეს არის ის, რის გამოც მე პირადად ვარ ოპოზიციაში, რადგან ასეთი მეთოდებით ადამიანები ებრძვიან ოპონენტებს.
მე არ ვიცი, ვერავის ხელს ვერ დავადებ, ვისი გავრცელებულია, ვისი შეკოწიწებულ, შეწებებულ-დაჩეხილია, რადგან შეუიარაღებელი თვალითა და ყურითაც კი ჩანს, რომ ეს არის ძალიან ცუდი ფაბრიკაცია, ძალიან უხარისხო.
აქედან გამომდინარე, ვემიჯნები მსგავს ქმედებას - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.
,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით.