სააკაშვილი არის განმსაზღვრელი ფაქტორი ჩვენი ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის - ირაკლი ნადირაძე

11.01.23 14:03
სააკაშვილი არის განმსაზღვრელი ფაქტორი ჩვენი ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის - ირაკლი ნადირაძე

სააკაშვილი არის განმსაზღვრელი ფაქტორი ჩვენი ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის  - ლევან ხაბეიშვილის მომხრეები ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ახსენებენ, რომ პარტიაში მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილია.

ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ სკანდალური აუდიოჩანაწერი არა მათმა მომხრეებმა, არამედ ,,ქართულმა ოცნებამ" გამოაქვეყნა.

ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის პარტია. მე ვარ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში. შესაბამისად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის განმსაზღვრელი ფაქტორი ჩვენი ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რისთვისაც ისინი იმყოფებიან ამ პარტიაში. 

სირცხვილია, როცა ვინმე ჩვენი პარტიის მხარდამჭერის, ან ყოფილი მაღალჩინოსანის სახელსა და გვარს ახსენებს.

ამ ვიდეოების გავრცელება არის ერთმანეთის ტალახის სროლა. ამით უხარია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს.

თუ ვინმეს ხელწერაა, ეს არის ჰაკიმ ფაშასი და ,,ქართული ოცნების", რომლებსაც უყვართ-ხოლმე მსგავსი ვიდეოეჩანაწერების გავრცელება. - თქვა ირაკლი ნადირაძემ. 

მსგავსი სიახლეები