ჩხრიალა გველის კუდი - პაატა მანჯგალაძე ივანიშვილის დეპუტატებზე

11.01.23 14:26
ჩხრიალა გველის კუდი - პაატა მანჯგალაძე ივანიშვილის დეპუტატებზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა  ,,ოცნებიდან" ფორმალურად წასული პარლამენტის დეპუტატები ჩხრიალა გველს შეადარა.

პაატა მანჯგალაძე ასეთი ფორმით ,,ხალხის ძალის" დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც  მათ დასავლელი პარტნიორები კვლავ გააკრიტიკეს. 

არსებობს ასეთი სახეობა გველის - ჩხრიალა გველი. დაიმახსოვრეთ! რას აკეთებს ახლა ჩხრიალა გველი?  რომცა საფრთხეს დაინახავს, თავი რომ გადაირჩინოს, გამოყოფს კუდს და დაიწყებს ჩხრიალს. ასეთი კუდია სწორედ ,,ხალხის ძალა" ქართულ პოლიტიკაში, რომ კუდზე გადავიტანოთ ყურადღება, კუდის ჩხრიალს მივაქციოთ ყურადღება, რომ თავი გადარჩეს. თავი კი არის ,,ქართული ოცნება". 

100-ზე მეტმა ქვეყანამ შესთავაზა უკრაინას, რით შემიძლია, დაგეხმაროთ. მათ შორის იარაღით, ჰუმანიტარული ტვირთებით, რატომ მოჰყვა ამას აჟიორტაჟი?

ჩვენ ხომ ვიცით, რომ უკრაინა საქართველოს საქმეს აკეთებს?! უკრაინის გამარჯვება ხომ საქართველოს გამარჯვებაა?! - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ისევ თავდასხმა ამერიკის ელჩზე, ხრისტო გროზევზე, ბროუდერსა და ბენ ჰოჯესზე - "ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა მორიგი სკანდალური განცხადება გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები