მიხეილ საააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს - ფინკელი
მიხეილ საააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს. მესამე პრეზიდენტს დამატებითი კვლევები ესაჭიროება. ამის შესახებ ამერიკელმა გასტრო ენტეროლოგმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. სტრიუარრტ ფინკელის ჩვენებიდან გავიგეთ, რომ პაციენტს არასათანადოდ უმკურნალეს, მედიკამენტებმა გვერდითი ეფექტი გამოიწვია და საააკაშვილის ჯანმრთელობა გააუარესა.
არ გაკეთებულა ბიოფსია, რომ გამვლენილიყო მიკროსკოპული კოლიტი. არ გაგრძელებულა მისის წვრილი ნაწლავის შემდგომი კვლევა. მიხეილ საააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს. მე დავწერე ჩემს ანგარიშში, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც მას მიეცემოდა, მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. მას მიცემული ჰქონდა მრავალი წამალი, რომელიც ცნობილია ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული წამლების სახელით. ეს ის წამლებია, რომლებიც ძირითადად ტკივილგამაყუჩებელ ფუნქციას ასრულებენ და მათ არ უნდა იყოს მიცემული ისეთი პაციენტებისთვის, ვისაც ჰქონდათ ისტორიაში წყლული, ან აქვთ წყლული" ,-ამბობს ფინკელი.