ეს არის ძველი, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ საქციელი - ბარამიძე მელიას სკანდალურ ჩანაწერზე

11.01.23 14:59
ეს არის ძველი, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ საქციელი - ბარამიძე მელიას სკანდალურ ჩანაწერზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას სკანდალური ჩანაწერის გავრცელებას საბჭოთა „კაგებეშნიკურ“ საქციელს უწოდეს.

როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩანაწერები ავთენტური არ არის.

„ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიღაც ადამიანს უკანონოდ იწერს, ეს არის ძველი, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ჩანაწერი შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერებისგან, ადვილად ირკვევა, რომ მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე. შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი“,-განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები