ფინკელის ჩვენებამ თავდაყირა დააყენა ის სამედიცინო ციკლები, რაც მკურნალობას უკავშირდებოდა - ვალერი გელბახიანი

11.01.23 15:29
ფინკელის ჩვენებამ თავდაყირა დააყენა ის სამედიცინო ციკლები, რაც მკურნალობას უკავშირდებოდა  - ვალერი გელბახიანი

ან ჩვენებამ თავდაყირა დააყენა ის სამედიცინო ციკლები, რაც თითქოს მკურნალობას უკავშირდებოდა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიაბის განმარტებით, ის ჩვენება, რაც პროცესზე ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა, ფინკელმა მისცა, მნიშვნელოვანი იყო არა მარტო სასამართლოსთვის, არამედ ფართო აუდიტორიისთვის, რადგან უცხოელმა ექსპერტმა გამოაშკარავა ექსპრეზიდენტის არაეფექტური მკურნალობის ფაქტი.

ძალიან სასარგებლო ჩვენება მისცა. ეს ჩვენება აუცილებელი იყო არა მარტო სასამართლოს, არამედ ფართო აუდიტორიისთვისაც, რადგან სააკაშვილის არა მარტო დიაგნოსტიკური ნაწილი იქბა დაზუსტებული, არამედ, მისი მთელი მკურნალობის პროცედურა აღმოჩნდა არსტანდარტული, შეუსაბამო იმ კრიტერიუმების მიმართ, რაც მთელს მსოფლიოში მედიკამენტურად მიმდინარეობს პაციენტის მკურნალობის თვალსაზრისით.

ან ჩვენებამ თავდაყირა დააყება ის სამედიცინო ციკლები, რაც თითქოს მკურნალობას უკავშირდებოდა - განაცხადა ადვოკატმა.

ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასწორი მედიკამენტებით მკურნალობდნენ. 

მსგავსი სიახლეები