წინა ხელისუფლება ვადაგასული შეიარაღების თაობაზე უკრაინას გაურიგდა - გივი მიქანაძე
აგვისტოს ომის დროს უკრაინამ საქართველოს საჭირო ოდენობის იარაღი არ გამოუგზავნა, ხოლო რაც მიაწოდა, ის ვადაგასული იყო - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გივი მიქანაძე, თანაგუნდელების რიტორიკას იზიარებს.
მიქანაძის განმარტებით, ვადაგასული იარაღის და შესაბამისი კორუფციული გარიგების ფაქტზე წინა ხელისუფლებას სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია, დღეს კი პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ეს არის რაღაცა კორუფციული გარიგება მაშინდელ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის იმასთან დაკავშირებით, რაღაცა ნაწილი შეიარაღების არ ჩამოსულიყო და ის თანხა, რაც გადახდილი იყო, მისი ნაწილი ვადაგასულ შეიარაღებაში ყოფილიყო გადახდილი.
აქ ჩემთვის ცალსახად იკვეთება დანაშაულებრივი ქმედება, ამაზე რეაგირება კი წინა ხელისუფლებამ არ მოახდინა. წესით, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა იდგეს - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველსო ხელისუფლებამ უარი განუცხადა უკრაინას, დაუბრუნოს ,,ბუკის" საარტილერიო სისტემები, რომელიც ოფიციალურმა კიევმა მას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიაწოდა.