მიხეილ სააკაშვილს დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, კუჭის დაპატარავების ოპერაცია არ ჩატარებია - ფინკელი
საქალაქო სასამართლოში გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც ის გაეცნო, სააკაშვილს 2021 წელს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ბარიატრიული ანუ კუჭის დაპატარავების ოპერაცია არ ჩატარებია.
ამის შესახებ გასტროენტეროლოგს კითხვა შალვა ხაჭაპურიძემ დაუსვა
ამასთან, სააკაშვილის ადვოკატის კითხვის საპასუხოდ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა გასტროენტეროლოგმა საჭმლის მომნელებელი სისტემის 10-ზე მეტი დაავადება ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ეს საკმარის საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა გაუუქმდეს.