65 მილიონი თბილისში ნათურების გამოსაცვლელად - კალაძის ახალი ტენდერი
65 მილიონი თბილისში ნათურების გამოსაცვლელად - დედაქალაქის მერია გარე განათების ბოძებზე ახალი ლედ ნათურების დასამონტაჟებლად კოლოსალურ თანხას ხარჯავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. თბილისის მერია 33 000 ნათურას შეიძენს, ამისთვის კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.