სააკაშვილის წონის კლებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი, ჩემი პოზიცია კატეგორიულია - სტიუარტ ფინკელი

11.01.23 16:31
 სააკაშვილის წონის კლებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი, ჩემი  პოზიცია კატეგორიულია - სტიუარტ ფინკელი

თუ არ მოხდა სააკაშვილის წონის კლების დიაგნიოსტირება, ამნ შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი - ამის შესახებ ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა, სტიუარტ ფინკელმა, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, ამერიკელ მედიკოსს შეკითხვა დაუსვა, არის თუ არა საშიში მესამე პრეზიდენტის წონაში კლების ტენდენცია. 

წონის კლება 8 თვის განმავლობაში შეიძლება აიხსნას შემდეგი ფაქტორებით - კუნთების დასუსტება, მათი სიძლიერის შესუსტება, სხეულის მასის დაკარგვა, მინიმუმ 5%-ით მაინც სხეულის მასის დაკარგვა,  ასევე დაღლილობა და სისუსტე და ანორექსია. ამ ყველაფერს მივყავართ კახექსიის დიაგნოსტიკურ კატეგორიამდე.

წონის კლება თუ არ იქნება შესაბამისად დიაგნოსტირებული და ნამკურნალები, შეიძლება, გამოიწვიოს სიკვდილი. ეს ჩემი პოზიცია კატეგორიულია. - განაცხადა ფინკელმა. 

ამერიკელი მედიკოსის, სტიუარტ ფინკელის,  დაკითხვა დისტანციურად უკვე 2 საათია,  რაც მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები