,,ხალხის ძალის" დეზინფორმაციული ნარატივი ემსახურება საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას - თამარ ხიდაშელი
მესამე სექტორი საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალის" დღევანდელ განცხადებას აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუსტის" წარმომადგენლის, თამარ ხიდაშელის, განმარტებით, ივანიშვილისგან ფორმალურად წასული დეპუტატები იმ მესიჯებს ახმოვანებენ, რისი გასაჯაროვებისგანაც ,,ოცნება" თავს იკავებს.
ყველაზე საგანგაშო ,,ხალხის ძალის" განცხადებაში ის არის, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომლისგანაც არ დისტანცირებულა ,,ოცნება" და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისინი ახმოვანებენ მმართველი პარტიის მესიჯებს, რომლებსაც ,,ოცნება" თავს იკავებს და ხანდახან არ ახმოვანებს.
,,ხალხის ოცნების" ეს დეზინფორმაციული ნარატივი ემსახურება საზოგადოებაში სულ მცირე ნიჰილიზმის დამკვიდრებას დასავლეთის მიმართ - აცხადებს თამარ ხიდაშელი.
,,ხალხის ძალამ" დღეს განცხადება გავრცელა, სადაც ამჯერადაც თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს.