არსებობს კუჭის კიბოს რისკი, არასწორი მკურნალობით სააკაშვილის სასიკვდილო შედეგი დადგება - ამერიკელი ექსპერტი
არასათანადო მკურნალობით შესაძლოა, დადგეს სიკვდილი - სტიურატ ფინკელი უკვე მეოთხე ამერიკელი ექსპერტია, რომელიც გადაჭრით აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება მოსალოდნელია.
ამერიკელი მედიკოსის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს მინიმუმ ორი ისეთი მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. საქართველოში ჩატარებული არასათანადო მკურნალობით კი პაციენტის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. არსებობს კუჭის კიბოს რისკი.
ამერიკელი გასტროენტეროლოგი ფინკელი სასამართლოს ჩვენებას 6 საათის განმავლობაში აძლევდა. მან დეტალურად ისაუბრა სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობაზე და ასევე მკურნალობის იმ პროცესზე, რომელიც მას უტარდება.
უცხოელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ პენიტენციურ სისტემაში დანიშნულმა მედიკამენტებმა საააკაშვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა. მედიკოსი ქართველი ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტენიდან რამდენიმეს საერთოდ ამოღებას ითხოვს, რადგან ეს წამლები გამოუწორებელ ზიანს აყენებს პაციენტს.
უფრო ვრცლად იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტი.