ჟურნალისტები ჩვენი მოკავშირეები არიან- ევროკავშირის ელჩი

03.05.21 12:00
ჟურნალისტები ჩვენი მოკავშირეები არიან- ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.  "ჟურნალისტები ჩვენი მოკავშირეები არიან"- ამბობს დიპლომატი. 

„დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid -19-თან დაკავშირებულ "ინფოდემიას" ეხება.  აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის “ვაქცინა” დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი", - ამბობს ჰარცელი. 

მსგავსი სიახლეები