,,თუ ბროუდერი სააკაშვილის სიას შეადგენს, მისი იმიჯი დაზიანდება" - ,,ოცნების" მუქარა მაგნიტსკის სიის ავტორს
რას პასუხობს ,,ქართული ოცნება" მაგნისტკის სიის ავტორს. უმძიმესი ბრალდებების მოსმენის შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერები დღეს კამერებთან აღარ გამოჩენილან. საერთო გზავნილის გახმოვანება რამდენიმე დეპუტატს დაევალა.
თუ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილის სიას შეადგენს, მისი იმიჯი დაზიანდება - ეს არის ხელისუფლების პასუხი. ,,ოცნება" ისევ ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პატიმარი პრეზიდენტი სიმულიანტობს და მისი წამების ამბავი კამპანიის ნაწილია და არა რეალობა.
ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ბილ ბროუდერის სანქციების სიაში არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდება.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.