ივანიშვილის მთავრობა ფართოდ ღია, ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთს შეჰყურებს - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ოფიციალურ კიევს უარი ეთქვა, გადაეცეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიწოდებული ,,ბუკის" სარაკეტო სისტემები.
მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს.
ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთი ხელისუფლება აირჩია.
ივანიშვილის მთავრობა ფართოდ ღია ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას შეჰყურებს. დღესაც კი, ომიდან ათ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, მათ არ ესმით, ვის მხარეს უნდა იყვნენ. საქართველოს ასეთ მთავრობასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან ისინი სხვა რეალობაში არიან - განაცხადა პოდოლიაკმა იუთუბ -არხ “გოლოვანოვთან" ინტერვიუს დროს.