,,ქართული ოცნება" უკრაინის ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

11.01.23 19:43
,,ქართული ოცნება" უკრაინის ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

,,ოცნების" პასუხი უკრაინას  - საქართველოს ხელისუფლება  მადლობის ნაცვლად კორუფციაში ადანაშაულებს ომში მყოფ ქვეყანას, რომელიც 2008 წელს საბრძოლო ტექნიკით დაგვეხმარა.

დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ აგვისტოს ომის დროს ოფიციალურმა კიევმა ვადაგასული იარაღი მოგვაწოდა. თუმცა, ფაქტია, სწორედ ამ იარაღის წყალობით ჩამოაგდეს 2008 წელს რუსული ბომბდამშენები.

ბრალდებებთან ერთად მმართველმა გუნდმა დღეს გამოძიების დაწყებაც დაანონსა. ანუ უკრაინიდან ნაყიდი შეიარაღება შესაძლოა, ახალი სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

ვრცლად იხილეთ ხატია სამხარაძის სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები