„თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს იქნება საქართველოს ბედის განმსაზღვრელი“ - მაკფოლი
„თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს იქნება საქართველოს ბედის განმსაზღვრელი“ - ამ განცხადებას მაიკლ მაკფოლი "ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში აკეთებს.
ამერიკის ყოფილი ელჩი და სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი საქართველოს მთავრობას მიმართავს, პარტიული პოლიტიკის მიღმა გადაწყვიტოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გაშვების ამბავი.
მაიკლ მაკფოლი ეხმაურება "ქართული ოცნების" თავდასხმებსაც და ივანიშვილის გუნდს უხსნისს რომ არანარიი სურვილი არ აქვს ჩაერთოს საქართველოს შიდა პარტიულ დაპირისპირებაში და რომ მას მხოლოდ ქართველ ხალხზე შესტკივა გული.
„მე არ ვარ ვადევნებ თვალს საქართველოს შიდა პოლიტიკას ისე, როგორც ადრე, არანარიი სურვილი არ მაქვს ჩავერთო საქართველოს შიდა პარტიულ დაპირისპირებაში, მე მხოლოდ ქართველ ხალხზე შემტკივა გული. 100%-ით ვარ დარწმუნებული, თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ნებისმიერი დეპუტატი, თუ რამ გამოიწვია ეს, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ჩემის სიცოცხლის ბოლომდე, თუ იკითხავენ, რითია ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ, ოჰ, ეს ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა. ეს იქნება ის, რაც ამერიკელებს ეცოდეინებათ საქართველოზე. ეს საშინელი ტრაგედია იქნება. პარტიული პოლიტიკის მიღმა, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მიხვდება, რომ თუ სააკაშვილი მოკვდება, ეს იქნება ის, რითაც საქართველო მსოფლიოს დაამახსოვრდება“ - განცხადებას მაიკლ მაკფოლი.