"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დღეს უკრაინის საელჩოში მივა
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დღეს უკრაინის საელჩოში მივა. შალვა ხაჭაპურიძე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დაიბარა. საუბრის თემა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესები იქნება.
"ვესტუმრები აუცილებლად. ვისაუბრებთ სააკაშვილის პროცესზე. კონსული სისტემატურად ესწრება თავის თანაშემწესთან ერთად სასამართლო პრიოცესებს. როგორც ჩანს, თავად პირადად უნდა გაერკვეს საკითხებში". - ამბობს ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კონსული მუდმივად თავლს ადევნებს სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.