მღვდლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, მთავრობა ალტერნატივას სთავაზობს

12.01.23 12:48
მღვდლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, მთავრობა ალტერნატივას სთავაზობს

მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

ამის შესახებ, თავდაცვის სამისიტროსში გამართულ შეხვედრაზე, რელოგიური კონფესიების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილემ უთხრა.

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ შეხვედრა დღეს გაიმართა, სადაც ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი იყო მიწვეული.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის თქმით, საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორების შემდეგ ცალკეულ პირებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურის თავი აარიდონ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება.

 

 

მსგავსი სიახლეები