ყველა ინფორმაციას, რაც მოვაგროვეთ სააკაშვილის სიასთან დაკავშირებით, იურისტებს გადავცემთ - ხატია დეკანოიძე
მიხეილ სააკაშვილის სიის პოლიტიკურ ნაწილზე საპარლამენტო ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმუშავებენ. ამის შესახებ ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა.
ხატია დეკანოიძის, ინფორმაციით, მისი ფრაქციის წევრები სააკაშვილის ადვოკატებსა და იურისტებს სიასთან დაკავშირებით საკითხებში აქტიურ დახმარებას გაუწევენ.
ზოგადად მაგნიტსკის სიაზე მუშაობს და ყველა ქვეყანაში ასეა, მაგნიტსკისა და ყარა მურზასთან მიმართებაში მუშაობს იურისტების ჯგუფი, უფლებადამცველების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ამ თუ იმ საქმეზე.
ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოვაგროვეთ ჩვენს ფრაქციაში, პოლიტიკურ ნაწილში, დღეს გადაეცემა იურისტებს.
მაგნიტსკის სიაზე არ მუშაობდნენ პოლიტიკოსები, მუშაობდნენ იურისტები. ჩვენ, ჩვენი იურისტები, ჩვენი კუთხით, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დავეხმარებით - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ვინ მოხვდება სააკაშვილის სიაში? ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში მოხვდება და სანქცირების საშიშროება დაემუქრება ყველა იმ პირს, ვინც მსჯავრდებული პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასწორი ბრძანებებს გასცემდა, ან ასრულებდა.