არ ვიცოდი, გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი თუ ჰქონდა ,,ოცნებისთვის" - ანა ბუჩუკური

12.01.23 14:24
არ ვიცოდი, გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი თუ ჰქონდა ,,ოცნებისთვის"  - ანა ბუჩუკური

არ ვიცოდი, გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი თუ ჰქონდა ,, ოცნებისთვის" - პარტიის ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური, გუშინ ერთ-ერთ სამთავრობო არხზე გასულ ფარულ ჩანაწერს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს, გიორგი გახარია რომელი ქვეყნის აგენტია.

მსგავსი ჩანაერების მონტაჟი, მანიპულირება, ზოგადად ოპერირება ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული ოცნებისთვის" ძალიან ნაცნობი და ახლოს მყოფი ჟანრია. 

,,კოკაინშიკია" ეს გახარია, ამერიკის აგენტია, რუსეთის აგენტია? ჩამოყალიბდნენ და გაავრცელონ, რაც უნდათ.

სამწუხაროდ, ,,რუსთავი 2" იყო ის მედიასაშუალება, რომნელმაც პირველმა გაავრცელა ის უდიდესი ტყუილი, თითქოს გიორგი გახარია ამერიკაში სააკაშვილს შეხვდა. ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო ტყუილი და ეს დადასტურდა.

რაც უნდათ, ის გაავრცელონ, ჩვენი პარტია ნაცქოცურ ჭაობში ჩართვას არ აპირებს.

არ ვიცოდი, გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი თუ ჰქონდა ,,ქართული ოცნებისთვის"  - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

ახალი უკანონო ფარული ჩანაწერები ამჯერად გიული ალასანიას წინააღმდეგ. ერთ-ერთმა სამთავრობო არხმა პრეზიდენტის დედის სავარაუდო საუბარი გაასაჯაროვა, სადაც, მათი მტკიცებით, გიული ალასანია სააკაშვილის რუსეთთან ურთიერთობაზე ლაპარაკობს.

მსგავსი სიახლეები