ალასანიას ჩანაწერი მიუთითებს, რომ რუსეთის ფაქტორი მეორეხარისხოვანი არ არის პირადად სააკაშვილისთვის - ვოლსკი
"ოცნების" წევრი, გია ვოლსკი, სამთავრობო არხით გასულ გიული ალასანიას ფარულ ჩანაწერს ეხმიანება და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წევრისთვის და პირადად სააკაშვილისთვის რუსეთის ფაქტორი მეორეხარისხოვანი არ არის.
იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტირუსული ძალა არასოდეს ყოფილა, ამაზე არაერთი კომენტარი გაკეთდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველას ეხება.
2003 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, რუსეთს სერიოზული ფაქტორი ეკუთვნოდა. 2008 წელს, ომის წინა პერიოდში არც ერთი განცხადება არ შესულა გაეროს უშიშროებისი საბჭოში, რომ საფრთხეები არსებობს, არც შემდეგ, სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულება მიუთითებდა, რომ რუსებმა 8 აგვისტოს გამოიჩინეს აგრესია.
გიული ალასანიას განცხადება, მისი ეს მიმოხილვა საკითხებისა ვიღაცასთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის ფაქტორი არ არის მეორეხარისხოვანი ინტერესის ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის". - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ახალი უკანონო ფარული ჩანაწერები ამჯერად გიული ალასანიას წინააღმდეგ. ერთ-ერთმა სამთავრობო არხმა პრეზიდენტის დედის სავარაუდო საუბარი გაასაჯაროვა, სადაც, მათი მტკიცებით, გიული ალასანია სააკაშვილის რუსეთთან ურთიერთობაზე ლაპარაკობს.