საქართველოში მედიის თავისუფლებამ მარცხი განიცადა - Human Rights Watch

12.01.23 15:37
საქართველოში მედიის თავისუფლებამ მარცხი განიცადა - Human Rights Watch

საქართველოში მედიის თავისუფლებამ მარცხი განიცადა - ახალ ანგარიშში საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებსა და კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანების დევნაზე წერს.

დოკუმენტში მოხვდა  ნიკა გვარამიას დაკავება და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელ ვატო წერეთელზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

გავლენიანი საერთაშირო ორგანიზაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე მიუთითებს, ცალკე პრობლემას კი ჩვენს ქვეყანაში უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო სამართალდამცველების დაუსჯელობა  წარმოადგენს. 

ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს ევროკავშირი, რაც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე გავლენას მოახდენს. 

როცა კრიტიკული შეფასებები იწერება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან, როგორიცაა Human Rights Watch, ეს პირდაპირ ჰპოვებს ასახვას, მათ შორის, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან  დაკავშირებით. 

კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, თუ ,,ოცნება" არა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიზირებული მართლმსაჯულების აღსრულებას, პოლიტპატიმრების თემის ამოწურვას. - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.  

მსგავსი სიახლეები