არ არის გამორიცხული, უკრაინის ხელისფლებამ, მოსამართლე არევაძეს სასამართლო მეგობრის სტატუსით მიმართოს - ხაჭაპურიძე
უკრაინის ხელისფლების მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა, შესაძლოა, მოსამართლე არევაძეს სასამართლო მეგობრის სტატუსით მიმართონ. ამ წუთებში, უკრაინის საელჩოში შეხვედრა მიმდინარეობს.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხვდება.
დიპლომატიურ უწყებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია.
საუბრის თემაა სასჯელის გადავადების საკითხი,რომელსაც ქართული ოცნების ხლეისუფლება სასამართლოს გამოყენებით განზრახხხ აჭიანურებს.
შეხვედრის დაწყებამდე ხაჭაპურიძემ თქვა, რომ ომში მყოფი ქვეყნის კონსული ფაქტობრივად ყოველდღიურ კონტაქტზეა სააკაშვილის ადვოკატებთან.
"უკრაინა აქტიურად არის ჩართული მისი მოქალაქე სააკაშვილის საქმეში. თქვენ იცით, რომ კონსული სისტემატურად ესწრება სასამართლო პროცესებს. ალბათ სამართლებრივი საკითხებით დაინტერესედება და არ გამოვრიცხავ, რომ მაგნიტსკის სიაზეც იყოს საუაბრი. გამორიცხული არ არის რომ სასამართლო მეგობრის სტატუსით მიმართოს უკრაინამ მოსამართლე არევაძეს. ვიმსჯელებთ და ვნახოთ. დაინტერესება რომ აქვს უკრაინასამაზე ზელენსკიმაც გააკეტა განცხადება. ისინი სრულად არიან ცართულები და კიდევ უფრო გააქტიურდებიან", - თქვა ხაჭაპურიძემ.