სააკაშვილზე საგამოძიებო რეპორტაჟის მოსამზადებლად საქართველოში "შპიგელის" ჟურნალისტი ჩამოდის
ხვალ საქართველოში გერმანული გაზეთის, "შპიგელის" ჟურნალისტი შტაინმაიერი ჩამოდის.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჟურნალისტი სააკაშვილზე საგამოძიებო რეპორტაჟს ამზადებს.
ჟურნალისტს ექნება კომუნიკაცია პირადად სააკაშვილის ადვოკატთან. ინტერვიუ უკვე ჩანიშნულია.
როგორც ადვოკატმა განმარტა, მიხეილ სააკაშვილის თემით გერმანია ძალიან დაინტერესებულია.