აფხაზეთის მოსახლეობა პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს - სოფო ჯაფარიძემ ზურაბიშვილის რეზიდენციაში წერილები მიიტანა
სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და გადარჩენას აფხაზეთის მოსახლეობაც სთხოვს.
წერილები რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის საპრეზიდენტო რეზიდენციაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ მიიტანა.
"ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ემოციური ის, რომ ჩვენმა მართლაც გმირმა და პატრიოტმა მოქალაქეებმა აფხაზეთიდან ჩამოგვიტანეს წერილები. მათ გაიარეს ძალიან რთული გზა, იმიტომ, ვიცით, რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული იმ ე.წ. საზღვირს კვეთა მათთვის. მაგრამ სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა მათთვის აღმოჩნდა ის, რამაც დააძლევინათ მათ ეს სირთულე. მათ ჩამოგვიტანეს წერილები და ისინი მიმართვანე სალომე ზურაბიშვილს, რომ გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ისინი მიმართავენ პრეზიდენტს, რომ აღარ დაუშვან ქვეყნის ისტორიის დამახინჯება, კიდევე რთი პრეზიდენტის სიკვდილი და სამუდამოდ არ დაგვიკარგოს ევროპული პერსპექტივა. ათობით წერილია მათგან ჩამოსული. მათ თვითონ გამოთქვეს სრუვიი, როდესაც დაინახეს ჩემი კამპანია. არ სრულდება მათგან წერილების გადმოგზავნა, კიდევ აპირებენ გადმოსვალს და წერილების მოწოდებას. ჩვენ უკვე აფხაზეთიდანაც გავაგონეთ ხმა სალომე ზურაბიშვილს. ამ კამპანიამ ადამიანები გააერთიანა და დარწმუნებული ვარ ამ უდიდეს წარმოუდგენელ ერთობას მოჰვება შედეგი და ჩვენ ერთად გადავარჩენს მიხეილ სააკაშვილს ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.