მივმართავ პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი - ანა მიქელაძე

12.01.23 16:49
მივმართავ პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი  - ანა მიქელაძე

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მიმართავენ, მათ შორის, ისინიც, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასდროს ყოფილა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება იქნება დამაზარალებელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ მივმართავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები -  ამის შესახებ  ცესკო-ს ყოფილა სპიკერმა, ანა მიქელაძემ, განაცხადა.

ანა მიქელაძე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკრებულოს დეპუტატ სოფო ჯაფარიძესა და კარტოგრაფების საქმის მოსამართლესთან  ერთად მივიდა, რათა სალომე ზურაბიშვილისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თხოვნის წერილი გადაეცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეეხება. 

თვეების მანძილზე არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა თვალს ადევნებს მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. 

ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება შესაძლოა, გახდეს ფატალური შედეგის გამომწვევი. ეს კი, რა თქმა უნდა, იქნება დამაზარალებელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ასევე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევას წარმოადგენს.

ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს შემოვუერთდი, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც არასდროს ყოფილა აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან.

ჩემი სურვილია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაითვალისწინოს თავისი შესაძლებლობები, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები და გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაც იქნება - გაცხადა ანა მიქელაძემ, ცესკო-ს ყოფილმა სპიკერმა. 

მსგავსი სიახლეები