ოფიციალურ კიევს აინტერესებს ყველაფერი, რაც სააკაშვილის საქმეს უკავშირდება - შალვა ხაჭაპურიძე

12.01.23 17:17
ოფიციალურ კიევს აინტერესებს ყველაფერი, რაც სააკაშვილის საქმეს უკავშირდება  - შალვა ხაჭაპურიძე

ოფიციალური კიევი შეშფოთებულია სააკაშვილის სასამართლო პროცესების გაჭიანურებით და მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ ექსპრეზიდენტი ,,ოცნებას" უცხოეთში სამკურნალოდ გააშვებინოს - ამის შესახებ უკრაინის საელჩოში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკრაინელი დიპლომატი დაინტერესდა, რა სამართლებრივი ბერკეტი აქვს სალომე ზურაბიშვილს და ნამდვილად შეუძლია თუ არა მას პაციენტი პატიმრის შეწყალება.

უკრაინის საელჩოში დაინტერესდნენ, რომელ სახელმწიფოს შეიძლება, საქართველოს მთავრობამ ანგარიში გაუწიოს. კიევს სურს, ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს და გაადარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე.

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ანგარიშს ისეთ ქვეყნებს გაუწევს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ამერიკა, თურქეთი და ასე შემდეგ.

შესაძლოა, ამ ქვეყნების ლიდერები ჩაერივნონ იმისთვის, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა, მოხდეს მოლაპარაკებები.

გარდა ამისა, უკრაინის საელჩოში დაინტერესდნენ, რა ბერკეტები აქვს სალომე ზურაბიშვილს. მე ავუხსენი, რომ შეწყალების საშუალება მას აქვს. 

მივიღე ერთი პირობა, უკრაინა მაქსიმუმს გააკეთებს, რათა სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს - განაცხადა  შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები