ჩაუტარდება თუ არა ექსპერტიზა ნიკა მელიას ჩანაწერს? - მუმლაძე აუდიო ფაილის გამოკვლევას მოითხოვს
ჩაუტარდება თუ არა ექსპერტიზა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნიკა მელიას ჩანაწერს? - გიორგი მუმლაძე აუდიო ფაილის გამოკვლევას მოითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი უკანონო გზით მოპოვებული ფარული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში შედის და ითხოვს დადგინდეს, ლანძღავდა თუ არა მოქმედი თავმდჯომარე პარტიის დამფუძნებელს.
იმ ხალხმა, ვინც იცოდა ამ ჩანაწერების გავრცელების შესახებ, დაასახეოს ვინ არიან კონკრეტული პირები. ეს ჩანაწერები უნდა გაიგზავნოს ექსპერტიზაზე, რომ ჩვენ ვიცოდეთ, მსგავსი დამოკიდებულება აქვს თუ არა ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ ვის აძლევენ ხმას. ის ადამიანები, ვინც ასე მოიხსენიებენ მიხეილ სააკაშვილს, ისინი ვერასოდეს იბრძოლებენ მისი თავისუფლებისთვის. ძალიან კარგად გრძნობს „ოცნება“ თავს, როდესაც ასეთი სუსტი ნაციონალური მოძრაობა ჰყავს“ კონკურენტად. სულაც არ არის გაორიცხული, რომ ეს მთელი კამპანია არის მათი დაგეგმილი", - ამბობს მუმლაძე.