კატასტროფაა, ქვეყანაში ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება პოლიტიკური დღის წესრიგი - დეკანოიძე
ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ხატია დეკანოიძე ამორალურს უწოდებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს კატასტროფაა.
"ნებისმიერი ჩანაწერი ჩემთვის არის ამორალური. ჩანაწერის შინაარსზე მსჯელობა ასევე არის ამორალური. ამიტომ, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არის კატასტროფა. მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელს დაუკავშირდა ბევრი ოპორტიუნისტი, რომლებმაც ტელევიზიაში და საჯარო სივრცეში გამოჩენა საკუთარი ოპორტიუნისტული მიზნებისთვის გამოიყენა“, - თქვა ხატია დეკანოიძემ.