დაკავება საფლავზე - ნიკა ნარსია თავისუფალია
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია თავისუფალია - ოჯახის სასაფლაოზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის პროცესი გადაიდო.
მივედი ჩემი პატარა დის საფლავზე. მინდოდა, გადამეგორებინა კვერცხი, ვთხოვე პოლიციას, არავინ არ იყო ჩემს გარდა, არ შემიშვეს, ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი: ბიძინას დედა ვატირე-მეთქი, რომ ჩემი დის საფლავზე არ მიშვებს-თქო", - თქვა ნიკა ნარსიამ.
ნარსია მამის საფლავზე, ქვიტირში, დააკავეს. საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.