იუსტიციის მინისტრი, პენიტენციურის თანამშრომლები, მოსამართლეები, პროკურორები - სააკაშვილის 15 კაციანი სია ცნობილია

12.01.23 18:46
იუსტიციის მინისტრი, პენიტენციურის თანამშრომლები, მოსამართლეები, პროკურორები - სააკაშვილის 15 კაციანი სია ცნობილია

რუსთავისა და გლდანის ციხის თანამშრომლები, გორის ჰოსპიტალის ექიმები, მოსამართლეები და პროკურორები - ყველა, ვინც პატიმარ პრეზიდენტის წამებასა და არასათანადო მოპყრობაშია ეჭვმიტანილი, სააკაშვილის სიაში მოხვდება.

თხუტმეტკაციან სიაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და 48 საათში ლონდონში გადაიგზავნება. დღეს იურისტებთან ბოლო კონსულტაციები იყო. ამ ეტაპზე დასასანქცირებელთა შორის პოლიტიკოსები არ მოხვდებიან, თუმცა გამონაკლისია იუსტიციის მინისტრი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

დღესვე სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე,  უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. კიევი მზად არის, ნებისმიერ ქვეყანასთან იშუამდგომლოს პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადასაყვანად.

უფრო ვრცლად იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები