კომპრომატებით ომის ახალი სტადია - ამჯერად ფარული ჩანაწერი გიული ალასანიას გამოუქვეყნეს

12.01.23 19:01
კომპრომატებით ომის ახალი სტადია - ამჯერად ფარული ჩანაწერი გიული ალასანიას გამოუქვეყნეს

ფარული ჩანაწერების ახალი სერია ამჯერად საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის წინააღმდეგ. თავად გიული ალასანია ,,რუსთავი 2" -ის ეთერით გასაჯაროვებულ  ჩანაწერების ნამდვილობას არ ადასტურებს და ფაბრიკაციად მიიჩნევს.

რატომ გაახსენდა ხელისუფლებას ეს ჩანაწერები ახლა, როდესაც სააკაშვილის  სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება? - ეს კითხვა აქვს გიული ალასანიას ,,ქართულ ოცნებასთან".

თუმცა კითხვაზე პასუხი ხელისუფლებამ დღეს უკვე გასცა და აუდიომასალების გასასაჯაროვების ნამდვილი მიზანიც გაცხადდა. 

მმართველი გუნდის ლიდერებმა სწორედ ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი მესიჯ ბოქსი შეიმუშავეს -  სააკაშვილი რუსეთის კაცია, ივანიშვილს კი რუსეთი ებრძვის.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები