საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი უკუსვლა აქვს - Human Rights Watch-ის ანგარიში
ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი უკუსვლა აქვს - მძიმე ვერდიქტი ,,ქართულ ოცნებას" ამჯერად იმ ორგანიზაციამ გამოუტანა, რომლის შეფასებასაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიო ელოდება.
Human Rights Watch-მა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, დაუსჯელობის სინდრომზე პოლიციაში და მედიის თავისუფლების მკვეთრად შეზღუდვაზეა საუბარი.
მედიის თავისუფლებამ საქართველოში მარცხი განიცადა - წერია დოკუმენტში, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა. ანგარიშში ჟურნალისტებზე თავდასხმისა და კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელების დევნის ფაქტებია ასახული, მათ შორის, ნიკა გვარამიას დაკავება და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე, ფიზიკური ანგარიშსწორება.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.