ჩვენი ხელისუფლება რუსეთს კუდს უქიცინებს და არ აღიზიანებს - მიშა ბალიაშვილი

03.05.21 13:25
ჩვენი ხელისუფლება რუსეთს კუდს უქიცინებს და არ აღიზიანებს - მიშა ბალიაშვილი

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობა"  საქართველოს ხელისუფლების ლოიალურ ქმედებას აპროტესტებს და ქვეყნის მმართველ ძალას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ცხინვალის იზოლიატორში მყოფი ჩვენი თანამემამულეების გასათავისუფლებლად. მოძრაობის წევრის, მიშო ბალიაშვილის, თქმით, ქართულ პოლიციას შეეძლო, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული რუსები დაეკავებინა და ისინი ქართველ ტყვეებში გაეცვალა. 

გუშინ რუსები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლას, მაგრამ პოლიციამ ისინი უკან გააბრუნა, ასეთი მცდელობა დღესაც შეინიშნებოდა. ჩვენი ხელისუფლება ცდილობას, რუსეთს კუდი გაუქიცინოს და არ გააღიზიანოს. - აღნიშნავს მიშა ბალიაშვილი.

რატომ არ დააკავა კანონდამრღვევი რუსი სამხედროები ქართულმა პოლიციამ და რატომ არ გაცვალეს ისინი ცხინვალის ციხეში მყოფ ტყვეებში? - მთავრობა დუმს.  განმარტებებს არ აკეთებს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ადგილობრივებისთვის კი ეს კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობაა და  შანსი, ცხინვალის ციხე დაეტოვებინა საქართველოს სამ მოქალაქეს. ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე  სამი ქართველი პატიმარი იმყოფება. სამიდან ერთს - ზაზა გახელაძეს,   ყველაზე დიდი ხნით, 12 წლითა და 6 თვით, თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.