სააკაშვილის სიაში პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილიც მოხვდა

13.01.23 11:26
სააკაშვილის სიაში პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილიც მოხვდა

სააკაშვილის სიაში თამთა დემურიშვილიც მოხვდა. დემურიშვილი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, როცა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში იყო. 

,,პირველების" ინფორმაციით, 15 კაციანი სია მესამე პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია, მაგრამ არ არის გამორიცხული, დასანქცირების კანდიდატები  გახდნენ პოლიტიკოსებიც.

,,პირველების" ინფორმაციით, პოლიტიკოსების სანქცირების რეკომენდაციით სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი გამოდის, რომელიც მაგნიტსკის სიის ქართული ანალოგის მომზადებაში ერთვება.
 კონსულტაციები შტატებსა და საქართველოში 24  საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები