რატომ მალავს ხელისუფლება ხარჯებს- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" სარჩელზე რეაგირება 4 წლის დაგვიანებით მოხდა

13.01.23 12:09
რატომ მალავს ხელისუფლება ხარჯებს- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" სარჩელზე რეაგირება 4 წლის დაგვიანებით მოხდა

რატომ მალავს მთავრობის ადმინისტრაცია ხარჯებს? - დავამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის სასამართლოში გადაინაცვლა.

მესამე სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, ,,ქართული ოცნება" მალავს საზოგადოებისგან ინფორმაციას, რამდენს ხარჯავს მივლინებებში, უცხოეთში  ვინ დაჰყავთ და რამდენია პრემია-დანამატების რაოდენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის არსებულ დავას ეხება.

მთავრობამ 2018 წელს არ მოგვაწოდა ინფორმაცია წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების შესახებ. მივმართეთ სასამართლოს და პროცესი მხოლოდ 4 წლისა და რამოდენიმე თვის დაგვიანებით ჩაინიშნა, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პრობლემაა მსგავსი კატეგორიის დავებზე.

ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, მივადევნოთ თვალი ხელსიუფლების ფინანსების ხარჯვას, რაც ქმნის გარკვეულ ეჭვებს. - აცხადებს,,საერთქაშორისო გამჭვირვალობის" იურისტი. 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ" 2018 წელს მთავრობის ადმინისტრაციისგან მოითხოვა ხარჯების შესახებ ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ მიუღია. ამავე წელს მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს და პროცესი მხოლოდ 2023 წლის 13 იანვარს დაინიშნა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები