მძიმე მდგომარეობაა სოლედარში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის შენარჩუნებას განაგრძობენ
დონეცკის ოლქის სოფელ სოლედარში მძიმე სიტუაციაა - უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, შეინარჩუნონ ტერიტორია. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი, ავრცელებს.
გუშინ სოლედარში მძიმე ღამე იყო, მიმდინარეობდა ბრძოლები. მტერმა თითქმის სრული შემადგენლობა გადაისროლა დონეცკის მიმართულებით და ინარჩუნებს თავდასხმის მაღალ ტემპს. თუმცა, ჩვენი მებრძოლები გმირულად უძლებენ და ცდილობენ თავდასხმის შეკავებას.
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. - აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
პენტაგონი ადასტურებს, რომ სოლედარი რომ რუსებს სრულად არ დაუპყრიათ.