უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის მოწამლვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

13.01.23 13:15
უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის მოწამლვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის მოწამლვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უკრაინული საგამოძიებო უწყებები კავშირზე არიან ქართველ იურისტებთანაც. ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, ავრცელებს.

სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სახიფათო ზღვარზეა, გრძელდება კახექსიური პროცესები, პაციენტი დღეში ნახევარ კილოს იკლებს.

ძალიან გააქტიურებულია მართლმსაჯულება უკრაინის და დაინტერესებულია იმ კვლევებით, დაიწყეს აქტიურად კვლევა მისი მოწამვლის. 

მე მომაწოდეს და მაქვს ინფორმაცია, რომ კვლევა დაიწყო. ოფიციალურ კიევში დაიწყო გამოძიება. საქმეში სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატია ჩართული. - აცხადებს გიული ალასანია.

მსგავსი სიახლეები