სამარცხვინოა ის სია, რაომელსაც შალვა ხაჭაპურიძე ამზადებს - თამთა დემურიშვილის პირველი კომენტარი
სამარცხვინოა ის სია, რაომელსაც შალვა ხაჭაპურიძე ამზადებს - პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ყოფილი უფროსის პირველი კომენტარი სააკაშვილის სიაში მისი შეყვანის ფაქტზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თამთა დემურიშვილი 15 კაციან მიხეილ სააკაშვილის სიაში შეიყვანეს.
,,ტვ პირველი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თამთა დემურიშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და შეკითხვა დაუსვა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმ მკურნალობაზე, რაც მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში უტარდებოდა.
თამთა დემურიშვილმა შეკითხვას პასუხი არ გასცა.
მიხეილ სააკაშვილის სიაში შეყვანილია იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, ასევე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. ამ ეტაპზე სანქცირებულთა სიაში სააკაშვილის იურისტებს არ შეუყვანიათ პოლიტიკოსები.