ასეთი ჩანაწერები ჰაკიმ-ფაშასა და "ოცნების" ხელით ვრცელდება - ნადირაძე

13.01.23 13:46
ასეთი ჩანაწერები ჰაკიმ-ფაშასა და "ოცნების" ხელით ვრცელდება - ნადირაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, ნიკა მელიაზე გავრცელებული ფარული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ უნდა შევიდეთ. 

ხაებიშვილის გუნდისთვის მიუღებელია, რომ აღნიშნული ჩანაწერი ექსპერტიზაზე გადაიგზავნოს, როგორც ამას გიორგი მუმლაძე მოითხოვს.

ნადირაძის თქმით, ასეთი ჩანაწერები  ჰაკიმ-ფაშასა და "ქართული ოცნების" ხელით ვრცელდება.

ძირითადად, ასეთი ჩანაწერები ვრცელდება ჰაკიმ-ფაშასა და "ქართული ოცნების" ხელით. მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოს ხალხმა ამ გაურკვეველი წარმოშობის ჩანაწერებზე. სწორედ ამიტომ, არ ვემხრობით, რომ შევიდეთ შინაარსის განხილვაში ან ავთენტურობის დადგენაში. არ უნდა შევუწყოთ ხელი არც ამ აუდიო ჩანაწერის გავრცელებას და არც მასზე უნდა დავხარჯოთ დრო. ვკონცერტრირდეთ, ამ ქვეყნის და ჩვენი პარტიის პრობლემებზე. რაც უფრო ნაკლებ ტალახს ვესვრით ერთმანეთს, ეს იქნება ყველასთვის კარგი“, - ამბობს ნადირაძე. 

მსგავსი სიახლეები