ნიკა მელიას ჩანაწერის გასაჯაროების დავალება მე არ მიმიცია - მუმლაძე
ნიკა მელიას ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას გუშინ გიორგი მუმლაძე ითხოვდა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში გუშინვე გავრცელდა ფოტო-სქრინი, სადაც ჩანს, რომ მუმლაძე აღნიშნული ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს.
"პირველებმა" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატს ჰკითხა, მოსმენილი ჰქონდა თუ არა აუდიოფაილი მის გავრცელდებამდე და თავად მისცა თუ არა დასტური მოქალაქეებს, რომ ეს ჩანაწერი გავრცელებულიყო.
მუმლაძე ამბობს, რომ საეჭვოა, რომ აღნიშული სქრინის გავრცელება მაშინ მოხდა, როდესაც ის ჩანაწერის ექსპერტიზაზე გატანას და გამოკვლევას ითხოვდა.
ოპოზიციონერის თქმით, მას ცილს სწამებენ.
"მე არ მითქვამს ადამიანისთვის, რომ ეს გაასაჯაროეთ. რა მანიპულაციას აქვს ადგილი, არ ვიცი. ეს საეჭვოდ დაემთხვა ჩემს ბრიფინგს. მსგავსი რამ, რომ ან დავალება მიმეცა ან მოსაზრება მეთქვა, ზოგადად, პირდაპირ ვამბობ, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია ერთი თვით ადრე ამ თემასთან დაკავშირებით, იმათგან ვითხოვ, რომ ხალხი დაასახელონ. მაინტერესებს, ვინ ავრცელებდა და ასევე ამ ჩანაწერის ნამდვილობა. მოსალოდნელი იყო ეს, რადგან გადაბრალებები ხდება ადამიანებზე", - ამბობს მუმლაძე.